მაგდანა, ედემის გირჩი
69,50 ₾
- მაგდანა, ედემის გირჩი
- ალკოჰოლის შემცველობა: 30%.
- არომატი: გირჩი, ღვია
- გემო: წიწვოვანი
- ფერი: გამჭირვალე
- ბოთლის ტიპი: შუშა.
- მოცულობა: 700 მლ.
მარაგში
დახასიათება
ბრენდის ისტორია
„მაგდანა“ – მშრალი ჯინის ეს ჯადოსნური ნაჟური სათავეს იღებს თვალუწვდენელი მთებიდან. დაბადებულია ჟინვალში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას. სახელი და არსი მისი შთაგონებულია კავკასიური მითოლოგიით. ორბუნებოვნება, ალქიმიური ძალები მითიურ მაგდანას მიწისა და ზეცის მიჯნაზე ცხოვრებისა და მომნუსხველი ელექსირების შექმნის საშუალებას აძლევს. ის სვანური ქალღმერთის, ჯიხვებისა და ცხოველების მფარველი დალისა და უცნობი მონადირის შვილია. სწორედ აქედან მომდინარეობს ბრენდის სახელწოდებაც.
მაგდანას მდიდრული არომატი იხსნება ღვიის კენკრის, ციტრუსებისა და ყვავილთა ტონებით. ყურძნისეული სპირტის ბაზაზე მაცერაციის გზით გამოხდის უნიკალური პროცესი „მაგდანას“ განუმეორებელ, დაბალანსებულ გემოს განაპირობებს. უმაღლესი ხარისხის უცხოური ბოტანიკალების იდეალური სინთეზი ქართულ მცენარეებთან, მშრალი ჯინის გასაოცრად ხავერდოვან და პიკანტურ აკორდებს ქმნის. შუშის გრანულებიანი ბოთლი მთისა და ცის ჰარმონიას ირეკლავს.
„მაგდანას“ გამჭვირვალე ელექსირი მისი მფლობელის ალტერ ეგო ხდება, ის თქვენი სურვილების ინსპირაციის წყაროა! მშრალი ჯინი, ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა საყვარელი სასმელი, იდეალური ძირითადი ინგრედიანტია კოქტეილებისთვის, ის საუკეთესო მიქსს იძლევა ტონიკთან, ჯინჯერის ლუდთან, ციტრუსოვან წვენებთან, თეთრ ღვინოსთან და სხვ. ტკბილია მასთან განმარტეობაც წვიმიან დღეებში, ბუხრის წინ.
