ბენჟი, ალუბლის ლიქიორი 500ml

39,90 

  • ბენჟი, ალუბლის ლიქიორი, 500 მლ.
  • ტექნოლოგია: უჟანგავი ფოლადი.
  • ალკოჰოლის შემცველობა: 20%
  • ქვეყანა: საქართველო.
  • რეგიონი: ქართლი.
  • არომატი: ალუბალი.
  • გემო: მდიდარი.
  • ბოთლის ტიპი: შუშა.
  • ფერი: წითელი.
  • დაძველება: 45 დღე.
  • მოცულობა: 500 მლ.
კატეგორია:
აღწერა

დახასიათება

დამზადებულია ახალი ალუბლის ნაყოფით, ალუბლის წვენის დისტილირებული სპირტის, ინვერსიული შაქრის სიროფით და ლიმონმჟავას დამატებით. ფერი მუქი წითელი. გამოირჩევა ტკბილ-მჟავე გემოთი, პიკანტური ბუკეტით, ალუბლის ბუნებრივი და მკაფიო არომატით.

ბრენდის ისტორია

ბენჟის ისტორია წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა დაემზადებინათ საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება – ეს მათი მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება. მათ ესმით, რომ გზა იდეალურობისკენ ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, ამიტომაც თავი მიუძღვნეს ალკოჰოლის გამოხდის პროცესს: პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად, ქარხანა აღჭურვეს თანამდეროვე, ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიეღოთ მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ეძებონ ინოვაციები და ისწავლონ შეცდომებზე – ეს მათი გამოწვევაა და ეს არის სწორედ ის, რაც ხდის მათ პროდუქტებს დიდებულს.