კენკირა ბლუ სთარ ჭაჭა 0.5ლ
54,00 ₾
- კენკირა, ბლუ სთარ ჭაჭა
- ალკოჰოლის შემცველობა: 43%.
- არომატი: ყურძნის ნაზი ნოტები
- გემო: რბილი და ჰარმონიული
- ფერი: ბროლივით სუფთა
- ბოთლის ტიპი: შუშა.
- მოცულობა: 500 მლ.
კენკირა ჭაჭა ბლუ სტარი“ (Kenkira Chacha Blue Star) საქართველოში,კახეთში წარმოებული პრემიუმ კლასის ქართული ალკოჰოლური სასმელია. იგი გამოხდილია ტრადიციული მეთოდების დაცვით, რაც სრულად ასახავს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას. საგულდაგულოდ შერჩეული ყურძნის ჭაჭისგან მიღებული სასმელი გამოირჩევა განსაკუთრებული სისუფთავით, ხასიათითა და დახვეწილი გემოვნური თვისებებით.
ყურძნის ჯიში:
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ქართული ყურძნის ჯიშებისგან, ფაფრის ველზე მოწეული საფერავის და რქაწითელისგან. სასმელი იდეალურად გადმოსცემს ტრადიციული ჭაჭის ავთენტურ არსს და, ამავდროულად, გვთავაზობს რბილ, დაბალანსებულ პროფილს.
გემოვნური პროფილი:
ფერი: ბროლივით სუფთა, მკაფიო და გამჭვირვალე.
არომატი: სუფთა და გამოხატული, ყურძნის ნაზი ნოტებით, ციტრუსის ცედრის მსუბუქი აკორდებით, რბილი ყვავილოვანი ნუანსებით, ნედლი ბალახებისა და თეთრი პილპილის დახვეწილი აქცენტებით.
გემო: რბილი და ჰარმონიულად დაბალანსებული; თავდაპირველად იგრძნობა ყურძნის ნაზი სიტკბო, რომელსაც მოჰყვება მინერალებისა და ყვავილების მკაფიო ტონები. დაბოლოება არის სუფთა, სასიამოვნოდ მათბობელი და ელეგანტური — რბილი, პიკანტური ნოტებითა და ხანგრძლივი, დახვეწილი ხასიათით.
