ბენჟი, ჭაჭა 700 ml.
57,00 ₾
- ბენჟი, ჭაჭა, 700 მლ.
- ტექნოლოგია: დისტილაცია.
- ალკოჰოლის შემცველობა: 43%
- ქვეყანა: საქართველო.
- რეგიონი: ქართლი.
- არომატი: დაბალანსებული.
- გემო: მდიდარი.
- ბოთლის ტიპი: შუშა.
- ფერი: გამჭვირვალე.
- მოცულობა: 700 მლ.
დახასიათება
ქართული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი „ჭაჭა“ წარმოებულია სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან. მაღალხარისხიანი პროდუქტის მისაღებად გამოიყენება მხოლოდ რჩეული ყურძნის ჯიშები, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავისი არომატით და ხასიათით. “ჭაჭა “იწარმოება კახური ტიპის ღვინისგან, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ტიპის ღვინოებისგან. გამოიყენება მხოლოდ გვიანი მოსავლის ყურძენი, რომლისგან მიღებული ღვინოს უნიკალურობა გამოიხატება მის მაღალ შაქრიანობასა და დაბალ მჟავიანობაში. სადისტილაციო ღვინო შეიცავს დაბალი რაოდენობით გოგირდს, რაც აუცილებელია რომ დისტილაციის დროს სპილენძის ქვაბთან რეაქციის შედეგად არ შეიქმნას არასასურველი სპილენძის სულფატი. კრისტალურად გამჭირვალე ფერი, ბუკეტი პიკანტური, გამოირჩევა ყურძნის ბუნებრივი და მკაფიო არომატით.
ბრენდის ისტორია
ბენჟის ისტორია წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა დაემზადებინათ საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება – ეს მათი მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება. მათ ესმით, რომ გზა იდეალურობისკენ ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, ამიტომაც თავი მიუძღვნეს ალკოჰოლის გამოხდის პროცესს: პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად, ქარხანა აღჭურვეს თანამდეროვე, ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიეღოთ მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ეძებონ ინოვაციები და ისწავლონ შეცდომებზე – ეს მათი გამოწვევაა და ეს არის სწორედ ის, რაც ხდის მათ პროდუქტებს დიდებულს.
