ბენჟი, ატმის ბრენდი 700ml
72,00 ₾
- ბენჟი, ატმის ბრენდი
- ტექნოლოგია: დისტილაცია.
- ალკოჰოლის შემცველობა: 43%
- ქვეყანა: საქართველო.
- რეგიონი: ქართლი.
- არომატი: ატამი.
- გემო: ხილი,ატამი.
- ბოთლის ტიპი: შუშა.
- ფერი: გამჭვირვალე.
- მოცულობა: 700 მლ.
დახასიათება
სადისტილაციო ძირითად პროდუქტად გამოიყენება მხოლოდ რჩეული ატმის ნაყოფის წვენის დადუღებისგან მიღებული მასა. წარმოების პროცესში ატამს ეცლება კურკა და იჭყლიტება, ემატება საფუარი და მკაცრად კონტროლილებად რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს დადუღება. ნედლეულის წარმომავლობის და მისაღები პროდუქტის გემოვნური თვისებების მაქსიმალურად გამოვლენისთვის შესაძლებელია ერთხელ ან ორჯერ გამოხდა. დისტილატში არომატების გასაზრდელად აუცილებელია მისი დაძველება. წარმოებისთვის გამოყენებულია ძველი ქართული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაცია, რაც იწვევს სასმელის უნიკალურობას. კრისტალურად გამჭირვალე ფერი, ბუკეტი პიკანტური, გამოირჩევა ახალი ატმის ბუნებრივი და მკაფიო არომატით.
ბრენდის ისტორია
ბენჟის ისტორია წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა დაემზადებინათ საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება – ეს მათი მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება. მათ ესმით, რომ გზა იდეალურობისკენ ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, ამიტომაც თავი მიუძღვნეს ალკოჰოლის გამოხდის პროცესს: პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად, ქარხანა აღჭურვეს თანამდეროვე, ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიეღოთ მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ეძებონ ინოვაციები და ისწავლონ შეცდომებზე – ეს მათი გამოწვევაა და ეს არის სწორედ ის, რაც ხდის მათ პროდუქტებს დიდებულს.
