ბენჟი, ვაშლის ბრენდი 700ml
72,00 ₾
- ბენჟი, ვაშლის ბრენდი, 700 მლ.
- ტექნოლოგია: დისტილაცია.
- ალკოჰოლის შემცველობა: 43%
- ქვეყანა: საქართველო.
- რეგიონი: ქართლი.
- არომატი: ვაშლი.
- გემო: მჟამჟავო, მოტკბო.
- ბოთლის ტიპი: შუშა.
- ფერი: გამჭვირვალე.
- მოცულობა: 700 მლ.
დახასიათება
იწარმოება სპეციალურად მოყვანილი და შერჩეული ვაშლის წვენის დადუღებისგან მიღებული სიდრის დისტილაციით. სიდრის წარმოებისთვის გამოიყენება არანაკლებ ხუთი ჯიშის რჩეული ვაშლი, რომლებიც თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან სიტკბოთი, სიმჟავით და არომატით. ვაშლის რჩეული ნაყოფები იწნეხება, მიღებული წვენის დუღილის შედეგად მიღებული მშრალი სიდრი სპილენძის ქვაბში, ორთქლით, ბრენდად იხდება და ძველდება. ჩვეულებრივ დაძველება მიმდინარეობს რამოდენიმე თვე. რაც უფრო დიდი ხნით ხდება ბრენდის დაძველება, მით მეტად რბილი სასმელი მიიღება. წარმოებისთვის გამოყენებულია ძველი ქართული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაცია, რაც იწვევს სასმელის უნიკალურობას. ფერი გამჭირვალე, ბუკეტი პიკანტური გამოირჩევა ახალი ვაშლის ბუნებრივი და გამორჩეული არომატით.
ბრენდის ისტორია
ბენჟის ისტორია წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა დაემზადებინათ საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება – ეს მათი მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება. მათ ესმით, რომ გზა იდეალურობისკენ ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, ამიტომაც თავი მიუძღვნეს ალკოჰოლის გამოხდის პროცესს: პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად, ქარხანა აღჭურვეს თანამდეროვე, ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიეღოთ მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ეძებონ ინოვაციები და ისწავლონ შეცდომებზე – ეს მათი გამოწვევაა და ეს არის სწორედ ის, რაც ხდის მათ პროდუქტებს დიდებულს.
