ბენჟი, ფეიხოას ბრენდი 700ml

72,00 

  • ბენჟი, ფეიხოას ბრენდი, 700 მლ.
  • ტექნოლოგია: დისტილაცია.
  • ალკოჰოლის შემცველობა: 43%
  • ქვეყანა: საქართველო.
  • რეგიონი: ქართლი.
  • არომატი: ფეიხოა.
  • გემო: ხილი,ფეიხოა.
  • ბოთლის ტიპი: შუშა.
  • ფერი: გამჭვირვალე.
  • მოცულობა: 700 მლ.
კატეგორია:
აღწერა

დახასიათება

სადისტილაციო ძირითად პროდუქტად გამოიყენება მხოლოდ რჩეული და გადამწიფებული ფეიხოას ნაყოფის წვენების დადუღებისგან მიღებული მასა. წარმოების პროცესში ფეიხოა იჭყლიტება, ემატება საფუარი და მკაცრად კონტროლირებად რეჟიმში, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს დადუღება. მისაღებ პროდუქტში ტროპიკული ხილის გემოვნური თვისებების მაქსიმალურად გამოვლენისთვის აუცილებელია ორჯერადი გამოხდა. წარმოებისთვის გამოყენებულია ძველი ქართული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაცია, რაც იწვევს სასმელის უნიკალურობას. კრისტალურად გამჭვირვალე ფერი, ბუკეტი პიკანტური, გამოირჩევა ტროპიკული ხილის და ციტრუსის გარდამავალი გემოთი, ფეიხოას ბუნებრივი და უნიკალური არომატით.

ბრენდის ისტორია

ბენჟის ისტორია წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა დაემზადებინათ საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება – ეს მათი მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება. მათ ესმით, რომ გზა იდეალურობისკენ ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, ამიტომაც თავი მიუძღვნეს ალკოჰოლის გამოხდის პროცესს: პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად, ქარხანა აღჭურვეს თანამდეროვე, ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიეღოთ მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ეძებონ ინოვაციები და ისწავლონ შეცდომებზე – ეს მათი გამოწვევაა და ეს არის სწორედ ის, რაც ხდის მათ პროდუქტებს დიდებულს.