მაგდანა, იდუმალი ვარდი
84,50 ₾
- მაგდანა, იდუმალი ვარდი
- ალკოჰოლის შემცველობა: 40%.
- არომატი: ვარდი, ღვია
- გემო: ყვავილოვანი
- ფერი: იასამნისფერი
- ბოთლის ტიპი: შუშა.
- მოცულობა: 700 მლ.
მარაგში
დახასიათება
მაგდანას ჯინი იდუმალი ვარდი არის მომხიბვლელი ყვავილოვანი ჯინის ლიქიორი, შთაგონებული ახმეტის სოფელ არგოქის ვარდების ველებით, საქართველოში. მაგდანა აგრძელებს თავის ალქიმიურ მოგზაურობას, აგროვებს იშვიათ ბოტანიკურ მცენარეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქმნის უნიკალურ, მომაჯადოებელ არომატულ გამოცდილებას. ეს დახვეწილი ლიქიორი გამოხდება ღვიით და შერეულია ხელით დაკრეფილი არგოქის ვარდებით, რაც ქმნის ბოტანიკური სიახლისა და რბილი ვარდის სიტკბოს ჰარმონიულ ბალანსს.
ბრენდის ისტორია
„მაგდანა“ – მშრალი ჯინის ეს ჯადოსნური ნაჟური სათავეს იღებს თვალუწვდენელი მთებიდან. დაბადებულია ჟინვალში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას. სახელი და არსი მისი შთაგონებულია კავკასიური მითოლოგიით. ორბუნებოვნება, ალქიმიური ძალები მითიურ მაგდანას მიწისა და ზეცის მიჯნაზე ცხოვრებისა და მომნუსხველი ელექსირების შექმნის საშუალებას აძლევს. ის სვანური ქალღმერთის, ჯიხვებისა და ცხოველების მფარველი დალისა და უცნობი მონადირის შვილია. სწორედ აქედან მომდინარეობს ბრენდის სახელწოდებაც.
მაგდანას მდიდრული არომატი იხსნება ღვიის კენკრის, ციტრუსებისა და ყვავილთა ტონებით. ყურძნისეული სპირტის ბაზაზე მაცერაციის გზით გამოხდის უნიკალური პროცესი „მაგდანას“ განუმეორებელ, დაბალანსებულ გემოს განაპირობებს. უმაღლესი ხარისხის უცხოური ბოტანიკალების იდეალური სინთეზი ქართულ მცენარეებთან, მშრალი ჯინის გასაოცრად ხავერდოვან და პიკანტურ აკორდებს ქმნის. შუშის გრანულებიანი ბოთლი მთისა და ცის ჰარმონიას ირეკლავს.
„მაგდანას“ გამჭვირვალე ელექსირი მისი მფლობელის ალტერ ეგო ხდება, ის თქვენი სურვილების ინსპირაციის წყაროა! მშრალი ჯინი, ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა საყვარელი სასმელი, იდეალური ძირითადი ინგრედიანტია კოქტეილებისთვის, ის საუკეთესო მიქსს იძლევა ტონიკთან, ჯინჯერის ლუდთან, ციტრუსოვან წვენებთან, თეთრ ღვინოსთან და სხვ. ტკბილია მასთან განმარტეობაც წვიმიან დღეებში, ბუხრის წინ.
