ფლავორა, მშრალი ჯინი, 1000მლ

99,00 

  • ფლავორა ჯინი
  • მოცულობა: 1000მლ
  • ალკოჰოლის შემცველობა: 43%
  • ტიპი: ჯინი
  • ტექნოლოგია: ცივი დისტილაცია
  • არომატი: ღვია, ლავანდა
  • გემო: ღვია, ძირტკბილა, კარდამონი
  • ფერი: გამჭირვალე
  • ბოთლის ტიპი: შუშა
კატეგორია:
აღწერა

დახასიათება

ცივი დისტილაციის ნამდვილი შედევრი — ჩვენი ჯინი ყოველ წვეთშიც ბუნების სუფთა არსს ინახავს. ღვიის გამოკვეთილი არომატი, ძირტკბილას მსუბუქი სიტკბო, ქინძის სითბო ,დარიჩინისა და ლავანდის ნაზი ნოტები ჰარმონიულად ერწყმის ცერეცოს, ანგელოზასა და კალამუსის მომაჯადოებელ ელფერს. კარდამონის მსუბუქი სუნელი დამატებით სიღრმეს მატებს, რაც ქმნის უნიკალურად დაბალანსებულ და არომატულ სასმელს, რომელიც ჯინის ნამდვილ სულს გამოხატავს.
იდეალურია როგორც სუფთად დასაგემოვნებლად, ასევე კლასიკურ კოქტეილებში გამოსაყენებლად.

 

ბრენდის ისტორია 

FLAVORA- დისტილერია, სადაც ოსტატობა სრულყოფილებას ხვდება

FLAVORA-ში გვჯერა, რომ ყოველი ყლუპი უნდა იყოს უნიკალური გამოცდილება. ხარისხისადმი ერთგულება, ბუნებრივი ინგრედიენტები და დისტილაციის ინოვაციური ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ გამორჩეული სასმელები გემოვნებიანი მომხმარებლისთვის. ბოტანიკური ინგრედიენტების მრავალფეროვნებიდან დაწყებული, თითოეული ბოთლის დახვეწილი შექმნით დამთავრებული — ჩვენ ვქმნით სასმელებს, რომლებიც ამაღლებს ნებისმიერ მომენტს და აღვიძებს ახალ არომატებს.